ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მერკვილაძის გრონინგენმა კორტრაიკს მოუგო
ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის (BNXT ლიგა) რეგულარული გათამაშების პირველ ტურში „დონარ გრონინგენი“ ბელგიურ „კორტრაიკს“ ესტუმრა და 85:76 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში 33:42 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, ალექსანდრე მერკვილაძემ და მისი მონაგარი 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
„გრონინგენს“ 22 ქულით ბრაიან ანტუანმა ულიდერა, „კორტრაიკის“ რიგებში კი ყველაზე შედეგიანი მოჰამად ადამუ იყო (13 ქულა, 6 მოხსნა).
მომდევნო ტურში „გრონინგენი“ ჩამორჩება (25 მოგება, 5 წაგება). მომდევნო მატჩს „ოსტენდე“ 3 მაისს სტუმრად „გრონინგენის“ წინააღმდეგ გამართავს.