ნაპოლი ძველ შეცდომას იმეორებს - ხვიჩას შემდეგ მაკტომინეიც მიდის?
იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ცნობით, „ნაპოლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სკოტ მაკტომინეიმ შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს.
„პარტენოპეი“ შოტლანდიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, მაგრამ მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან. მაკტომინეი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაც კლუბის სახელფასო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
მაკტომინეის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წელს ეწურება, ამიტომ კლუბის ამოცანა 2027 წლის ზაფხულში მისი გაყიდვა იქნება, რათა მაკტომინეიმ ნეაპოლი 2028 წელს უფასოდ არ დატოვოს.
2024-25 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ სკუდეტო მესამედ მოიგო, რაშიც დიდი წვლილი სწორედ შოტლანდიელმა ნახევარმცველმა შეიტანა - მაკტომინეი სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მის სანაცვლოდ „პარტენოპეი“ 25-30 მილიონ ევროს მოითხოვენ, არაა გამორიცხული მაკტომინეის პრემიერლიგაში დაბრუნებაც.