ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

Transfermarkt-ის შეფასება | ლუკა ლოჩოშვილის საბაზრო ღირებულება გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში „ნიურნბერგიდან“ ბუნდესლიგის წარმომადგენელ „კიოლნში“ გადაბარგდა და „ვაცების“ მაისურით 5 ოფიციალური მატჩის ჩატარებაც მოასწრო. ლოჩოშვილის თამაშმა მის საბაზრო ღირებულებაზე იქონია გავლენა და Transfermarkt-მა მისი ფასი შეცვალა.

ლოჩოშვილის საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროდან 4.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ქართველი მცველი „კიოლნის“ მე-9 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, პირველზე კი გერმანიის ნაკრების 20 წლის გარემარბი საიდ ელ მალაა, რომელსაც Transfermarkt-ი 50 მილიონ ევროდ აფასებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, Transfermarkt-ზე ლოჩოშვილზე მაღალი საბაზრო ღირებულება მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს: ხვიჩა კვარაცხელია (140 მილიონი), გიორგი მიქაუტაძე (30 მილიონი), გიორგი მამარდაშვილი (28 მილიონი), ზურიკო დავითაშვილი (12 მილიონი) და გიორგი კვერნაძე (8 მილიონი).

ცნობისთვის, ბუნდესლიგის ოთხი ტურის შემდეგ „კიოლნს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა საჭირო თვისება აქვს“ | ბოლონი მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს ადარებს
„ყველა საჭირო თვისება აქვს“ | ბოლონი მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს ადარებს