კარგი გოლი გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ | დოლტმურზიევი სადებიუტო გოლზე (U21)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ბალიმენაში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
19 წლის ფორვარდმა ჰალიდ დოლტმურზიევმა 21-წლამდე ნაკრებში დებიუტი ბრწყინვალე გოლით აღნიშნა.
ჰალიდ დოლტმურზიევი: „გასვლითი მატჩები ყოველთვის რთულია, თუმცა შანსები რომ გამოგვეყენებინა, მოგებაც შეგვეძლო. კარგი გოლი გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი პირველი გამოძახებაა, პირველი თამაში და პირველი გოლი, რაც უდიდესი გამოცდილებაა ჩემთვის. ნაკრებში ყველა მატჩი რთულია, მაგრამ გერმანიასთან ყველაფერს გავაკეთებთ სამი ქულის მოსაპოვებლად.“
დოლტმურზიევი „დინამო თბილისის'' ფეხბურთელია, მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 15 მატჩში (609 წუთი) 4 გოლი გაიტანა.