დინამო ბათუმი, გიორგი ჭიაბრიშვილი, მეფესავით პოდკასტი
Aa
Aa

„დეკემბრის დასაწყისში გადაწყდება“ | ჭიაბრიშვილი დინამო ბათუმის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე

„დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი Crystalsport-ის იუთუბ-გადაცემის, „მეფესავით პოდკასტის“ სტუმარი იყო. აჭარელთა დამრიგებელმა ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, უეფამ შესაძლოა „დინამო ბათუმს“ ევროტურნირებზე გამოსვლა რამდენიმე წლით აუკრძალოს.

„ჩემს ინფორმაციას ვიტყვი. არასწორი ფორმულირება იყო, რადგან საუბარი სამწლიან დისკვალიფიკაციას ეხებოდა, რაც არ ხდება. უეფა ამ თემას დეკემბრის დასაწყისში განიხილავს. ვფიქრობ, დისკვალიფიკაციას არ აირჩევენ და, ჩემი აზრით, ეს ობიექტურიც არ იქნება, რადგან ახალმა ხელმძღვანელობამ ყველა პრობლემა მოაგვარა. არავის დავალიანება არ აქვს და ისე იმუშავეს, ასეთ ცოტა ხანში ამდენის მოსწრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ყველაფერი დალაგდა და ამას უეფაც ხედავს. ჯერ არაა გარკვეული, ევროტურნირებზე გავალთ თუ არა, მაგრამ თუ გავედით, უეფა ხომ ნახავს, ამ ხელმძღვანელობამ კლუბი რა მდგომარეობაში ჩაიბარა და რა შედეგამდე მიიყვანა. არ მგონია, იმდენად არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, რომ ხელი შეგვიშალონ. იურიდიულად როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ადამიანური გადმოსახედიდან არანაირი საფუძველი არ ექნებათ, რომ ფიფამ ან უეფამ ხელი შეგვიშალონ.

თუ ეს მოხდება და ამ ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როდესაც ევროტურნირებზე გახვალ, იმ წელს არ გაგიშვებენ. ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღონ, მაგრამ ნაკლები შანსია, რადგან არაობიექტური იქნება. პრობლემა გვქონდა, პრეზიდენტი ჩავიდა, გააცნო ყველაფერი, სიტყვით გამოვიდა და აუხსნა. იმ ხალხმა მოისმინა და უყურებენ, მთელი წლის განმავლობაში რა ნაბიჯები გადაიდგა. კლუბმა ყველაფერი მოაგვარა. აღარც მომჩივანი გვყავს, აღარც გაბრაზებულია ვინმე. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე მიდის და არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. ვნახოთ. სამ თუ ოთხ დეკემბრამდე არავინ იცის, რა გადაწყვეტილება იქნება“.

ცნობისთვის, „დინამო ბათუმს“ 47 ქულა აქვს და Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია. აჭარული კლუბი „იბერია 1999“-ს ერთი ქულით უსწრებს, თუმცა თბილისელებს ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნგრეთი - საქართველო | ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
უნგრეთი - საქართველო | ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა