ერთა ლიგა, კრიშტიანუ რონალდუ, ვიტინია, ჟოაუ ფელიქსი, რასმუს ჰოილუნდი, ჟოაუ კანსელუ, გონსალუ რამუში
Aa
Aa

ჰოილუნდმა გოლი რონალდუს სტილში აღნიშნა | პორტუგალიამ დანიას მოუგო

ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პორტუგალიამ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. უელსისა და ნორვეგიის დამარცხების შემდეგ „სელესაო“ დანიას დაუპირისპირდა და სტუმრად გამართულ მატჩში 4:2 გაიმარჯვა.

პორტუგალიამ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე იასპარეზა, რომელმაც სანაკრებო შეკრება სკანდალურად დატოვა. მის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში გონსალუ რამუში გამოჩნდა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მე-13 წუთზე რამუშმა ჟოაუ კანსელუს გაატანინა. 23-ე წუთზე დანიამ წონასწორობა მიკელ დამსგორის გოლით აღადგინა, თუმცა რამუშმა პორტუგალიას პირველი ტაიმი მაინც მოაგებინა — 2:1.

53-ე წუთზე დანიამ კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მასპინძელთა მხრიდან რასმუს ჰოილუნდი გამოირჩა და გოლი რონალდუს სტილში აღნიშნა. 67-ე წუთზე პორტუგალია წინ კიდევ ერთხელ გავიდა — დანიელების კარი ვიტინიამ აიღო, 87-ე წუთზე კი ჟოაუ ფელიქსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ჰოილუნდსა და პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუშს შორის მცირე ინციდენტი მოხდა — ხელის ჩამორთმევის შემდეგ რასმუსმა მას ხელი მსუბუქად ჰკრა.

ცნობისთვის, პორტუგალიას 9 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. „სელესაო“ მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს გამართავს და ნორვეგიას საშინაო კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მებრძოლი მენტალიტეტი აქვთ, ორგანიზებული გუნდია“ | კერკეზი საქართველოს ნაკრებზე
„მებრძოლი მენტალიტეტი აქვთ, ორგანიზებული გუნდია“ | კერკეზი საქართველოს ნაკრებზე