ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლამინ იამალი
Aa
Aa

მბაპესა და იამალის შეცდომა | France Football-ის ყოფილი რედაქტორი ოქროს ბურთზე საუბრობს

France Football-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, პასკალ ფერი თვლის, რომ კილიან მბაპემ და ლამინ იამალმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც საჯაროდ დააფიქსირეს, რომ „ოქროს ბურთი“ უნდა მოიგონ. ფერის მიხედვით, ფეხბურთელის მხრიდან, საჯარო კამპანიის წამოწყება სწორი სტრატეგია არ არის.

„ოქროს ბურთის უამრავი დაჯილდოება მინახავს, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მასშტაბის კამპანიის მოწმენი გავხდით. კამპანიები ადრეც ყოფილა, თუმცა მათ, როგორც წესი, კლუბები ან აგენტები ბევრად უფრო ფარულად და ჩუმად ატარებდნენ. ამჯერად ეს პოლიტიკურ კამპანიას წააგავს, რომლითაც კანდიდატები საკუთარ თავს პიარს უწევენ. ეს საკმაოდ უცნაური და არაორდინალურია.

სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ეს საუკეთესო მიდგომა არაა. წამით იმის გაფიქრებაც კი, რომ ინტერვიუებს პერუელ, კამერუნელ ან ფინელ ჟიურის წევრზე მცირედი გავლენის მოხდენა მაინც შეუძლია, ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ იცნობთ.

ვნახეთ კანდიდატი, რომელმაც საკუთარი თავი „რჩეულად“ და „ფავორიტად“ ყველა ენაზე, ყველა კონტინენტისთვის გამოაცხადა. არ მგონია ეს სწორი სტრატეგია იყოს. ხალხი ხომ არ აძლევს ხმას?! ხმას ჟიური აძლევს...

რამდენიმე მათგანთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და არ მაქვს შეგრძნება, რომ ამ კამპანიას რაიმე განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, ამას მათ ხმებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

ჟიურის წევრები გულუბრყვილოები არ არიან. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და განსჯის უნარი იმისთვის, რომ ფეხბურთელი შეაფასონ და აწონ-დაწონონ იმის 10-ჯერ ან 15-ჯერ მოსმენის გარეშეც, რომ ის საუკეთესოა. თუ ფეხბურთელი ყურადღების ცენტრს უცნაური ფორმით იკავებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჟიურიზე ზემოქმედებას ცდილობს, ამან საბოლოოდ, შესაძლოა, მათი გაღიზიანება გამოიწვიოს“.

ცნობისთვის, იამალმა და მბაპემ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ „ოქროს ბურთი“ უნდა მოიგონ. ხვიჩა კვარაცხელიამ, ჰარი კეინმა და უსმან დემბელემ საჯარო გამოსვლებისგან თავი შეიკავეს. „კვარას“ „ოქროს ბურთზე“ რამდენჯერმე ჰკითხეს და მისი თქმით, ჯილდო დემბელემ უნდა მოიგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო კარგი და სოლიდური გუნდია“ | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
„საქართველო კარგი და სოლიდური გუნდია“ | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია