ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, მატვეი საფონოვი
Aa
Aa

„ძალიან საწყენია, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშა“ - საფონოვი კვარაცხელიაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, მატვეი საფონოვმა ერთ-ერთ YouTube-არხთან ინტერვიუში თავის თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ხვიჩა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ ბავშვია, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა, იცინის, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ახლა ხვიჩა ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ძალიან საწყენია, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატზე თავის გამოჩენა ვერ შეძლო. თუმცა გასაგებია, რომ „ოქროს ბურთზე“ ხმის მიცემისას ბევრი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატით იხელმძღვანელებს. თუმცა, როგორ ცვლის კვარას თამაშს ის ფაქტი, რომ მას მუნდიალზე არ უთამაშია, არ ვიცი“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მესამედ „ოქროს ბურთის“ 30 პრეტენდენტს შორის მოხვდა. დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა საჭირო თვისება აქვს“ | ბოლონი მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს ადარებს
„ყველა საჭირო თვისება აქვს“ | ბოლონი მიქაუტაძეს ბუტრაგენიოს ადარებს