U21 | ჩრდ.ირლანდიასთან მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, პირველ ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მომდევნო მატჩს ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ, ასაკობრივი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ადამიამ და ფეხბურთელებმა დიეგო დეისაძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა კომენტარები გააკეთეს:
ცნობისთვის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი).
წყარო/ფოტო - Nakrebi.Ge