უნგრეთი - საქართველო | ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
Aa
Aa

უნგრეთი - საქართველო | ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა

 საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ, ბუდაპეშტში გამართავს. 30 სექტემბერს, უნგრეთში გამგზავრებამდე, ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრის მასპინძელ პუშკაშ არენაზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ტრადიციულად, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

უნგრეთის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია ტელკიში, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. 

უნგრეთი - საქართველოს შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნგრეთი Vs საქართველო - ცნობილია მსაჯების ვინაობა
უნგრეთი Vs საქართველო - ცნობილია მსაჯების ვინაობა