დიდი დანაკლისი - უნგრეთს საქართველოსთან ბოლა არ ეყოლება
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ესტუმრება. მატჩის წინ, უნგრელი გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
ჯვაროსნების წინააღმდეგ, მაღალი ალბათობით ძირითადი შემადგენლობის უცვლელმა წევრმა ბენდუგუზ ბოლამ ვერ ითამაშოს, რომელიც მარჯვენა მცველი გახლავთ და ასევე ვენის რაპიდის უცვლელი წევრია.
26 წლის უკანახაზელმა დაზიანება ერთა ლიგის მე-2 ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მიიღო. ის 34-ე წუთზე შეცვალეს.
ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ბოლას კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა აღენიშნება და წესით საქართველოსთან მატჩამდე რეაბილიტაციას ვერ მოასწრებს.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთისა და საქართველოს დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.