უნგრეთი Vs საქართველო - ცნობილია მსაჯების ვინაობა
ერთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ რომელი არბიტრები მოემსახურებიან აღნიშნულ მატჩს.
შეხვედრას სერბული ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი სრჯან იოვანოვიჩი იქნება, რომელსაც ასისტენტობას უროშ სტოიკოვიჩი და მილოშ სიმოვიჩი გაუწევენ. ვიდეო რეფერის ოთახში კი მომჩილო მარკოვიჩი იჯდება. მე-4 მსაჯი ნოვაკ სიმოვიჩი გახლავთ.
ცნობისთვის, 40 წლის არბიტრს აქამდე საქართველოს მატჩი არასდროს უმსაჯია. უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.