სერბეთი 2:0 დაამარცხეს | იურგენ კლოპის პირველი გამარჯვება გერმანიის ნაკრებში
იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი შეხვედრა მოიგო. ნიდერლანდებთან აღებული ქულისა და საბერძნეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ „ბუნდესმანშაფტი“ სერბეთს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე თამაში აჩვენა.
კლოპის გუნდმა უამრავი მომენტი შექმნა და შეეძლო, გამანადგურებელი ანგარიშით გაემარჯვა, თუმცა მხოლოდ ორ გოლს დასჯერდა. გერმანია 39-ე წუთზე დაწინაურდა. ფლორიან ვირცის დარტყმა ძელს მოხვდა, ბურთი ტომ ბიშოფს მიუვიდა და მან ჯორჯე პეტროვიჩის კარი აიღო.
61-ე წუთზე ვირცის ჯერი დადგა. ფლორიანმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და პეტროვიჩს შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ დროში „ბუნდესმანშაფტს“ მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.
ცნობისთვის, გერმანიას 4 ქულა აქვს და ერთა ლიგის A დივიზიონის ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება. პირველზე საბერძნეთია, რომელიც პარალელურ შეხვედრაში ნიდერლანდების დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ „ნარინჯისფრებმა“ წონასწორობა 89-ე წუთზე აღადგინეს და მატჩი 2:2 დასრულდა.