საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

დოლტმურზიევის ბრწყინვალე გოლი | 21-წლამდე ნაკრების ფრე ჩრდილოეთ ირლანდიასთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ბალიმენაში, ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე ვახტანგ სალიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევს ბრწყინვალე მომენტი შეექმნა — ახალგაზრდა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ აჯობა. პირველი ტაიმის ბოლოს სალიას გოლის გატანა კიდევ ერთხელ შეეძლო, თუმცა შესვენებაზე ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დაწინაურდა. 54-ე წუთზე დოლტმურზიევმა ბრწყინვალედ ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა. „დინამო თბილისის“ ფორვარდმა მეტოქის კარი შორეული დარტყმით აიღო — 1:0.

58-ე წუთზე ჩრდილოეთ ირლანდიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა გიორგი ყავლაშვილმა რთული ბურთი მოიგერია.

მასპინძლებმა მიზანს მაინც მიაღწიეს — 73-ე წუთზე ჯონი რასელი გამოირჩა და წონასწორობა აღადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე კიდევ ერთი შეხვედრაა დარჩენილი და 6 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მებრძოლი მენტალიტეტი აქვთ, ორგანიზებული გუნდია“ | კერკეზი საქართველოს ნაკრებზე
„მებრძოლი მენტალიტეტი აქვთ, ორგანიზებული გუნდია“ | კერკეზი საქართველოს ნაკრებზე