რონალდუს მეგობარი ჟურნალისტი: „ჟეზუსმა კრიშტიანუს უღალატა“
ესპანური El Chiringuito-ს ჟურნალისტი და კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობარი ედუ აგირე პორტუგალიის ნაკრებში მომხდარ სკანდალს ეხმიანება.
აგირე პორტუგალიის ნაკრების ბანაკში განვითარებულ მოვლენებს ქრონოლოგიურად აღწერს და აღნიშნავს, რომ ნაკრების მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა კრიშტიანუს „უღალატა“.
რას ამბობს ედუ აგირე:
„ჟეზუსი რონალდუს შეჰპირდა, რომ ნორვეგიასთან 30 წუთს ათამაშებდა, თუმცა სათადარიგო სკამზე დატოვა. მას შემდეგ რაც რონალდუმ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა, კონფლიქტის მოსაგვარებლად კოპენჰაგენში ჩაფრინდა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი პედრო პროენსა.
შეხვედრაზე ჟეზუსმა ბოდიში მოუხადა რონალდუს იმის გამო, რომ დაპირება არ შეასრულა და ნორვეგიასთან არ ათამაშა. თუმცა, მწვრთნელმა ასევე პირობა დადო, რომ ბოდიშს საჯაროდაც მოიხდიდა, პრესკონფერენციაზე კი მოიტყუა და თქვა, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. კრიშტიანუ სწორედ ამაზე გაბრაზდა - ის მომხდარს ღალატად აფასებს“.
წამყვანი პორტუგალიური სპორტული გამოცემა O Jogo წერს, რომ კრიშტიანუს გადაწყვეტილება საბოლოოა, ის ნაკრებს არ დაუბრუნდება, უელსთან მოგებული შეხვედრა კი ისტორიაში მის ბოლო სანაკრებო მატჩად დარჩება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ საჭირო დროს „ყველას ეტყვის სიმართლეს“.