გიორგი გაგუა, ვლადიმერ მამუჩაშვილი, რამაზ სვანაძე, გიორგი აბუაშვილი, ნოდარ ლომინაძე, საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილი განაცხადშია, ხარებაშვილი განაცხადს მიღმა | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩის განაცხადში გიორგი აბუაშვილი შეიყვანა, რომელიც გასულ ორ შეხვედრაში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან განაცხადში არ იყო.

განაცხადს მიღმა დარჩა საბა ხარებაშვილი, რომელიც ვილი სანიოლმა პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. საბა ხარებაშვილის გარდა განაცხადში ილია ბერიაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ლადო მამუჩაშვილი და გიორგი გაგუა ვერ მოხვდნენ.

ვილი სანიოლმა ბერიაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცვლილებაზე ათამაშა (5 წუთი), შემდეგ ფრანგი წავიდა და სვანაძემ როგორც უკრაინასთან, ასევე უნგრეთთან, განაცხადში არ შეიყვანა.

გიორგი გაგუა ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა შემდეგ სვანაძემ უკრაინასთან და უნგრეთთან განაცხადს მიღმა დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება 2 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ორივე ნაკრები უგოლოდაა და მათ ანგარიშზე თითო-თითო ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები