საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთთან მატჩისთვის
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე შეხვედრას უნგრეთთან გამართავს. „ჯვაროსნები“ სტუმრად ითამაშებენ და რამაზ სვანაძემ მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, ირაკლი ეგოიანი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ქულაა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ უკრაინასთან აიღეს. უნგრეთსაც ერთი ქულა აქვს და ერთა ლიგის ახალ სეზონში ჯერ არცერთ მათგანს გაუტანია.
ცნობისთვის, სექტემბერ/ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი შეხვედრა გველოდება. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩავა და 5 ოქტომბერს მასპინძელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.