ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მოგების გარდა სხვა შედეგი არ განიხილება“ | უნგრეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი საქართველოზე

უნგრეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოჟიკმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ბოჟიკის მიხედვით, „ჯვაროსნებთან“ მატჩში სამი ქულის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გამარჯვების გარდა სხვა შედეგი არ განიხილება.

„ეს არის თამაში, რომელშიც შედეგი სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მატჩი როგორც არ უნდა წარიმართოს, ახლა ის დროა, როცა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სამი ქულის აღებაა.

თამაშის ხარისხის მხრივ, ნამდვილად მოსამატებელი გვაქვს და სტუმრები სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ერთა ლიგაზე ჩატარებულ ოთხ ტაიმს თუ შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართულ მეორე ნახევარში პროგრესის ნიშნები ჩანდა და ასე უნდა გავაგრძელოთ.

თუ ამ თამაშში სამი ქულა ვერ ავიღეთ, კონკურენტებს ძალიან ჩამოვრჩებით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, წარუმატებლობა ფეხბურთელების თვითრწმენაზე ცუდად იმოქმედებს, ეს კი უკრაინასთან გასამართ ისედაც მძიმე შეხვედრას უფრო გაართულებს. სწორედ ამიტომ ვთქვი დასაწყისში, რომ ტრავმების მიუხედავად, ამ მომენტში სამი ქულის აღებაზე მნიშვნელოვანი არაფერია“.

ცნობისთვის, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ორი ტურის შემდეგ ორივე ნაკრების ანგარიშზე თითო-თითო ქულაა და გოლი არცერთ მათგანს გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეეძლო, ბოდიში არ მოეხადა | უკრაინელმა მცველმა კვარაზე ისაუბრა
შეეძლო, ბოდიში არ მოეხადა | უკრაინელმა მცველმა კვარაზე ისაუბრა