ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

“პირველად ვიგრძენი სირცხვილი“ - მოდრიჩი ინგლისთან მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის მესამე ტურში ხორვატიის ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ინგლისთან 0:7 განადგურდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა კომენტარი გააკეთა.

მოდრიჩი:

„რთულია, ახსნა მოუძებნო ასეთ თამაშს, რომელშიც არც ორთაბრძოლები იყო, არც ჯარიმები, არც აგრესია და არც ერთობა... აქ 20 წელია ვარ, მაგრამ პირველად ვიგრძენი მატჩის შემდეგ სირცხვილი. „შეიძლება წააგო, რადგან ამ მომენტში მეტოქე შენზე უკეთესია. მაგრამ ასე წაგება და იმ რეპუტაციის შელახვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვქმნიდით, მიუღებელია. ძალიან მრცხვენია.

ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. თუ ორი ფეხბურთელით ნაკლები ხარ, ასე ვერ ითამაშებ, ჩვენ კი ისე გამოვიყურებოდით, თითქოს 4-5 ფეხბურთელით ნაკლები გვყავდა. ეს კატასტროფული საღამო იყო. ერთმანეთისთვის თითის გაშვერა და დამნაშავის ძებნა არ უნდა დავიწყოთ. ამ ყველაფერს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. რთული სიტუაციებიდან არაერთხელ გამოვსულვართ, მძიმე მარცხებიც გვქონია, მაგრამ ნაკრების მატჩის შემდეგ ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია.

ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთის გვერდით დავრჩეთ, რადგან წინ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი სახე — რომ ჩვენში არის ჯიუტი ხასიათი, სიამაყე, სურვილი, ბრძოლისუნარიანობა და ერთიანობა, რომელიც ერთ ღამეში არ შეიძლება დავკარგოთ“.

ცნობისთვის, ხორვატიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

შემდეგ ტურში ხორვატია ესპანეთს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 6 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზინედინ ზიდანი და საფრანგეთის ნაკრების ცნობილი „კლერფონტენის“ მოდის პოდიუმის დასასრული
ზინედინ ზიდანი და საფრანგეთის ნაკრების ცნობილი „კლერფონტენის“ მოდის პოდიუმის დასასრული