მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მერაბი მხოლოდ ასეთ სტილში მოიგებს“ - ტალბოტმა დვალიშვილი ახსენა

24 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო შეხვედრა გაიმართება მოქმედ და ყოფილ ჩემპიონებს, პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის, რის გამოც აჟიოტაჟი როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია. თუმცა, სანამ საქმეში დივიზიონის ლიდერები ჩაერთვებოდნენ, გუშინ გამართულ UFC 332-ზე პეიტონ ტალბოტმა კონტენდერობაზე სერიოზული განაცხადა გააკეთა და ჰენრი სეხუდოს შემდეგ, კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, დეივისონ ფიგერედო დაამარცხა, რის შემდეგაც მერაბი-იანის დაპირისპირებაზე ჰკითხეს აზრი.

პეიტონ ტალბოტი

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სიმართლე გითხრათ, მერაბი თუ გაიმარჯვეს, ეს მხოლოდ მსაჯების გადაწყვეტილებით მოხდება, იანს კი უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია. არ ვიცი, რთულად პროგნოზირებადი უჩხუბია. მომავალში ძალიან მინდა პიოტრთან დაპირისპირება, რადგან მას დივიზიონის საუკეთესო დამრტყმელს უწოდებენ, რის გამოც რუსთან დაპირისპირებაში ძალების მოსინჯვა მსურს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის პეიტონ ტალბოტი 3-მოგებიან სერიაზეა და თუ წინა ორ შემთხვევაში ფელიპე ლიმა და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, UFC 332-ზე დეივისონ ფიგერედოს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. სულ მის ანგარიშზე კარიერაში 13 ბრძოლიდან 12 გამარჯვებაა, ერთადერთი მარცხი კი რაონი ბარსელოსთან განიცადა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომწონს, რომ ფავორიტი არ ვარ“ - დვალიშვილი იანისთვის ემზადება
„მომწონს, რომ ფავორიტი არ ვარ“ - დვალიშვილი იანისთვის ემზადება