კილიან მბაპე, ტომას მიულერი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„მათ გარდა კანდიდატს ვერავის ვხედავ“ - მიულერი ოქროს ბურთზე

26 ოქტომბერს, მსოფლიოს 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ოფიციალურად დასახელდება. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს სპორტული მედიის წარმომადგენლების, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების რჩეულს გამოავლენენ. „ოქროს ბურთის“ მომავალ გამარჯვებულთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა გააკეთა, რომელიც კარიერის ბოლო წლებს „ვანკუვერში“ ატარებს.

რას ამბობს მიულერი

ჩემთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით „ოქროს ბურთის“ მოპოვების მხოლოდ ორი კანდიდატი არსებობს - ეს არის მაიკლ ოლისე და საფრანგეთის ნაკრებში მისი იდეალური პარტნიორი კილიან მბაპე. ისინი ნებისმიერი მეტოქის კარის სიახლოვეს ნამდვილ შოუს დგამენ. მათ შეუძლიათ იყვნენ ეფექტური საკუთარი ოსტატობის ხარჯზე და თანაც ამ ყველაფერს ძალიან იოლად აკეთებენ. ჩემი აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ ასეთი თვისებების მოთამაშემ უნდა მოიგოს და ცოტა მაგიაც არის საჭირო.

ცნობისათვის, კილიან მბაპე გასულ სეზონში როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა ერთი ტიტულიც არ მოუგია. რაც შეეხება მაიკლ ოლისეს, მისი „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ გამოეთიშა და მაშინ, როდესაც მაიკლი ყველასთის შეუმჩნეველი იყო, ხვიჩა გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ორმატჩიანი დუელის ბედი პარიზელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს ? იბრაჰიმოვიჩმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს ? იბრაჰიმოვიჩმა თავისი ფავორიტი დაასახელა