ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

სხვა ასეთ ფეხბურთელს ვერ ვხედავ | ჭიაბრიშვილის აზრით, ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის

„დინამო ბათუმის’’ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა Crystalsport-ის Youtube-არხის პროექტ „მეფესავით პოდკასტში“ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი საკმაოდ აქტუალური საკითხი იყო, ეკუთვნის არა ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთი''.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „ჩემი ნება რომ იყოს, წინა წელსაც მივცემდი და ახლაც. ერთადერთი ის არის, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვიყავით და ამ ფაქტორმა თუ შეგვიშალა ხელი. არ მგონია, რომ რომელიმე სხვა ფეხბურთელს ამდენად დიდი პროგრესი და ამდენი მაგარი თამაში ჰქონდეს. ყველა გადამწყვეტ მატჩში ასე მაგრად ითამაშა. სხვა ასეთ ფეხბურთელს ვერ ვხედავ.

კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სულ არაობიექტურები ვართ, როცა ეს ქართველ ფეხბურთელს ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში არაობიექტურები ნამდვილად არ ვართ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, მუნდიალზე არყოფნაა.

პსჟ-ს მესი, ნეიმარი, მბაპე და სხვა ვარსკვლავები ჰყავდა, მაგრამ ვიდრე კვარა არ გადავიდა, ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს. ეს ფაქტია. ასევე ფაქტია ისიც, რომ სანამ კვარა „ნაპოლიში“ არ გადავიდა, მარადონას შემდეგ კლუბს სერია A მოგებული არ ჰქონდა. ამით ამაყი ვარ, ოქროს ბურთიც უნდა მისცე, აბჯარიც და გადაუფორმო ოქროს საბადო“.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოება ლონდონში გაიმართება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ბუკმეკერების ვარაუდით, ჯილდოს მოგების ფავორიტები კილიან მბაპე, ლამინ იამალი და ჰარი კეინი არიან. რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბს, ავტორიტეტული გამოცემის, Goal-ის რეიტინგში ხვიჩა მეშვიდე ადგილზეა, Givemesport-ის 20-მოთამაშიან სიაში — მეათეზე.

2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა. ქართველმა გარემარბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 16 მატჩში (1 140 წუთი) 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ გოლის გარეშე - საქართველო სტუმრად უნგრეთთან დამარცხდა
ისევ გოლის გარეშე - საქართველო სტუმრად უნგრეთთან დამარცხდა