ქეცბაიას გუნდის სენსაციური მარცხი | ბოლოადგილოსანმა დინამოს 3:0 მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ტყიბულის მეშახტემ ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე დინამო თბილისი 3:0 დაამარცხა.
გოლები გიორგი ბურდულის (26-ე წუთი), რაფაელ ლიმასა (41-ე წუთი) და ცოტნე ფაცაციას (51-ე წუთი) ანგარიშზეა. პირველი გოლისას საგოლე პასი ლაშა უგრეხელიძემ შეასრულა, მეორე გოლისას - ცოტნე ფაცაციამ.
ამ მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი დინამო თბილისი ფაქტობრივად საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
მეშახტე 26 ქულით ბოლო ადგილზეა, შემდეგ სეზონს რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს