მიქაუტაძემ სელტასთან გაიბრწყინა - ვილიარეალმა ქართველის დუბლით მოიგო
ლა ლიგის მე-14 ტურში, „ვილიარეალი“ სტუმრად „სელტას“ დაუპირისპირდა და გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:1 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩში მთავარი მოქმედი პირი სწორედ ქართველი შემტევი იყო და თამამად შეიძლება ითქვას რომ არა მიქაუტაძე, „ვილიარეალს“ გამარჯვება ძალიან გაუჭირდებოდა. მე-3 წუთზე, ქართველის მიერ მოწოდებულ კუთხურს პენალტი მოჰყვა, რომელიც ზუსტად მიქაუტაძემ შეასრულა.
54-ე წუთზე კი როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლის გატანა არ გასჭირვებია, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.
მთავარმა მწვრთნელმა მიქაუტაძე 74-ე წუთზე შეცვალა, ამ დროის განმავლობაში კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 29 შეხება, კარისკენ 2 დარტყმა და ორივე გოლი, 1 წარმატებული დრიბლინგი, 15-დან 11 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 დაბრუნებული ბურთი, 6-დან 3 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა, 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 8.3 ქულა (ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო).
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ მე-14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ასევე, ამ სეზონში ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე 2 გატანილი გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.
10 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ 18 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს