გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, დომინიკ სობოსლაი, ანდონი ირაოლა
Aa
Aa

მამარდაშვილი კვლავ დებიუტის მოლოდინშია - ლივერპულმა დერბიში ქულები დაკარგა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ლივერპულურ დერბიში სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ არ მისცემია. „ლივერპულის“ კარს კვლავ ალისონ ბეკერი იცავდა, რომელმაც „ევერტონისგან“ 1 გოლი გაუშვა.

ანგაირში მე-5 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ გახდა, წონასწორობა კი 25-ე წუთზე აღდგა, როდესაც ფრიმპონგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ ინგლისის ლიგის თასზე ვიხილეთ - ჯერ „ტოტენჰემთან“, შემდეგ „ჩელსისთან“. ორივე მატჩი „ლივერპულის“ გამარჯვებით დასრულდა და მამარდაშვილი ორივე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო - განსაკუთრებით კი „ჩელსის“ წინააღმდეგ, სადაც მერსისაიდულმა კლუბმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

12 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. ანდონი ირაოლას გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია