გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს ახალი მწვრთნელი არ ენდობა | უდინეზემ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „უდინეზემ“ შინ „ფიორენტინას“ 1:0 მოუგო. „უდინეზემ“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ფლორენციული კლუბის ძლევით 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

„უდინელთა“ ახალი მთავარი მწვრთნელი პაოლო ძანეტი გიორგი ჩაკვეტაძეს არ ენდობა. „ვენეციასთან“ ცვლილებაზე ათამაშა (26 წუთი), „ბოლონიასთან“ და „ფიორენტინასთან“ კი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატის საწყისი ორი ტური გამოტოვა, მესამე ტურში „ლაციოსთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მისი დებიუტი სერია A-ში კი მე-4 ტურში, მილანის „ინტერთან“, „ჯუზეპე მეაცაზე“ შედგა (17 წუთი ითამაშა) და მას შემდეგ რეგულარულად თამაშობდა. კოსტა რუნიაიჩის წასვლისა და პაოლო ძანეტის მოსვლის შემდეგ მისი სათამაშო დრო შემცირდა.

საერთო ჯამში, ჩაკვეტაძემ სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა (449 წუთი) და საგოლე მოქმედება არ აქვს.

„უდინეზემ“ ცამეტ მატჩში 9 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 6 დეკემბერს, ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები