თორნიკე შენგელია, რატი ანდრონიკაშვილი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, მარკის რიდი, ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

დიდი ნაბიჯი მსოფლიოსკენ! - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისი არენაზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და ტურნირზე მოხვედრისთვის ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა დარჩენილი დანარჩენი სამი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდი საწყისი მეოთხედი 15:24 დათმო, მეორე მეოთხედში 23:18 გაიმარჯვა, მესამეში კი 25:12. დასკვნით მეოთხედში პორტუგალიელებმა მაინც შეძლეს შეხვედრის დაძაბვა, თუმცა, საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკის რიდი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 28:14 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, თორნიკე შენგელიას 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება. კარგი მატჩი ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილსაც - 15 ქულა, 1 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა. 16 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს, 6 ქულა და 8 მოხსნა გიორგი კორსანტიას, 2 ქულა გიორგი ტურძილაძეს.

პორტუგალიის დამარცხებით, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. 26 თებერვალს ჩვენი გუნდი სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მათემატიკურად გაინაღდებს, სხვა მატჩების შედეგებისა და ბოლო ტურის მიუხედავად.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის 4 ქულა და 11 მოხსნა | ორლანდომ ვაშინგტონ ვიზარდსი 25 ქულით დაამარცხა
    ბითაძის 4 ქულა და 11 მოხსნა | ორლანდომ ვაშინგტონ ვიზარდსი 25 ქულით დაამარცხა