კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

უარი ჟეზუშთან შეხვედრაზე - რონალდუ არაბეთში დღეს გაფრინდება

გუშინ, გამოცემა A bola-მ დაწერა, რომ ჟორჟე ჟესუში მზად არის კრიშტიანუ რონალდუს შეხვდეს, სიტუაცია მოაგვაროს და კონფლიქტი ამოწუროს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაცია რონალდუს პასუხს ელოდებოდნენ.

შეხვედრა დღეს უნდა შემდგარიყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო. გავლენიანი სპორტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა საუდის არაბეთში გამგზავრება დღესვე დაგეგმა.

მიუხედავად A bola-ს გავრცელებული ინფორმაციისა, თითქოს კრიზისული შეხვედრა იგეგმება, კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში დაბრუნების ფრენა უკვე დაგეგმა.

ჟორჟე ჟეზუში საკუთარ პოზიციას მხოლოდ დღეს, პორტუგალიის ნაკრების ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ განმარტავს, რის შემდეგაც კომენტარს რონალდუც გააკეთებს.

ცნობისთვის, რონალდუსა და ჟეზუსს შორის ურთიერთობები პორტუგალიისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის შემდეგ დაიძაბა. ჟეზუსმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეიყვანა. პორტუგალიური პრესის მიხედვით, მწვრთნელი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და სიტყვა არ შეასრულა, რამაც ფეხურთელის განრისხება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პირველად ვიგრძენი სირცხვილი“ - მოდრიჩი ინგლისთან მატჩის შემდეგ
“პირველად ვიგრძენი სირცხვილი“ - მოდრიჩი ინგლისთან მატჩის შემდეგ