ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

ვინ უნდა იჩხუბოს გეიჯისთან - მაიკლ ბისპინგის პოზიცია

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. 

„ვინ იქნება გეიჯის მომდევნო მეტოქე - თოფურია თუ ცარუკიანი? ჩემი აზრით, არმან ცარუკიანის იგნორირება უკვე შეუძლებელია. ვფიქრობ, თოფურია პედი პიმბლეტთან იჩხუბებს.

არ მჯერა, რომ გეიჯი კარიერას დაასრულებს. მას ოქტაგონში კიდევ ვნახავთ. ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ - არავინ იცის. მინდა, რომ ჯასტინი დაბრუნდეს და შესაძლოა, მის მიერ არჩეული პიარ-სტრატეგია გამართლებულიც აღმოჩნდეს.

ვფიქრობ, წლის ბოლომდე ოფიციალურად გახდება ცნობილი, რომ ჯასტინ გეიჯი სატიტულო ჩხუბში არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება“.

ცნობისთვის, პიმბლეტი-თოფურიას შესაძლო ბრძოლაზე რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტ დენა უაითსაც ჰკითხეს, მან კი განაცხადა, რომ „ეს იდეა მოსწონს, თუმცა ბრძოლების ჩანიშვნისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ახლა მარტივი ჩხუბი სჭირდება. მე მზად ვარ“ - რენატო მოიკანო
„ილიას ახლა მარტივი ჩხუბი სჭირდება. მე მზად ვარ“ - რენატო მოიკანო