ორელიენ ჩუამენი
Aa
Aa

ჩუამენი: “ოქროს ბურთი ფრანგმა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს“

მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენიმ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების სამ მთავარ კანდიდატად სამი თანამემამულე დაასახელა და აღნიშნა, რომ პრესტიჟული ჯილდო კვლავ ფრანგ ფეხბურთელს უნდა ერგოს.

„France 24“-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას, ჩუამენიმ უპასუხა:

„რთული კითხვაა, რადგან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ამ ჯილდოს იმსახურებს. კილიან მბაპემ გამორჩეული სეზონი ჩაატარა და ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს.

უსმან დემბელე — იმის გამო, რაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად გააკეთა და იმის გამო, რომ კვლავ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ასევე არის მაიკლ ოლისე.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელსაც მეტოქე გუნდებზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი იქროს ბურთის ნომინანტებს შორისაა. დაჯილდოვება 26 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გამო საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ | ტიერი ანრიმ ხვიჩაზე ისაუბრა
კვარას გამო საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ | ტიერი ანრიმ ხვიჩაზე ისაუბრა