ჩინეთში ითამაშებს - დავიდ სილვამ კარიერა განაახლა
„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდა დავიდ სილვა კარიერას ჰონგ-კონგში განაახლებს
ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ ჰონგ-კონგის პრემიერ ლიგის ახალწვეულ „სუპრიმ შა ტინთან“ მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ბუცები სამი წლის წინ ჩამოკიდა, კარიერის განმავლობაში კი „ვალენსიაში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალ სოსიედადში“ თამაშობდა.
40 წლის ფეხბურთელმა ვერ გაუძლო ახლად დაწინაურებული „სუპრიმის“ წინადადებას. კლუბმა, რომელიც ამბიციურ პროექტს ქმნის, ამ კვირაში მთავარ მწვრთნელად ინგლისელი ტომ ბალანტაინი დანიშნა. სილვას შესაძლოა დებიუტი უკვე მომდევნო კვირაში ჰქონდეს.
ცნობისთვის, „სუპრიმი“ ჰონგ-კონგის უმაღლეს ლიგაში ხმაურით გამოჩნდა. სეზონის დაწყების წინ კლუბმა პოპულარული ჰონგ-კონგური გოგონათა ჯგუფი „Collar“ ელჩებად წარადგინა, ხოლო პირველ შეხვედრაზე 3 000-ზე მეტი გულშემატკივარი მიიზიდა. „სუპრიმმა“ „მონგ კოკის“ სტადიონზე „ისტერნს“ სტუმრად 3:1 მოუგო.
მომდევნო კვირაში, ასევე „მონგ კოკზე“, „ლი მენისთან“ 0:3 მარცხს 4 592 მაყურებელი დაესწრო — ეს ჰონგ-კონგის ადგილობრივ ლიგაში ყველაზე მაღალი დასწრება იყო 2023 წლის მაისის შემდეგ, როდესაც „კიტჩისა“ და „ლი მენის“ საჩემპიონო მატჩს 6 489 გულშემატკივარი დაესწრო.
???? ????????????????????????????????: Football icon David Silva ???????????? ???????? ???????????????????????????????????????? — after 3 years ????????✨ After three years away from professional football, David Silva is ???????????????? at the age of 40! ???????? The Manchester City and Spain legend has joined Hong Kong Premier League side Supreme Sha Tin on a short-term deal ???????? ️ ???????????? ???????????????????????????????? ???????? ???????????????? ????????
— 433 (@433) October 7, 2026