მოდრიჩი: ლეოს წინააღმდეგ თამაში სიამოვნება იყო, სამწუხაროა რომ მიდის
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ისაუბრა.
39 წლის ფორვარდმა არგენტინის ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩი ბენინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა (3:0).
„ო! რა შემიძლია ვთქვა მესიზე? სამწუხაროა, რომ მიდის, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ. მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც უნდოდა, და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
მის წინააღმდეგ თამაში სიამოვნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიასა და „რეალში“ მის გამო ხშირად ვიტანჯებოდი. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნება იყო. ის უნიკალური ფეხბურთელია და წარმატებებს ვუსურვებ“,
- თქვა მოდრიჩმა Cadena Ser-თან საუბრისას.
ლუკამ კრიშტიანუს მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
„მე მას არ დავლაპარაკებივარ. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა და ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან აქ ჩემი პრობლემები მქონდა. სამწუხაროა, რომ ეს მის ქვეყანაში ხდება. კრიშტიანუ ღირსეულ გაცილებას იმსახურებს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან კრიშტიანუ პორტუგალიის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია“.