კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

„ღირსეულ გაცილებას იმსახურებს“ - მოდრიჩმა რონალდუზე ისაუბრა

ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ატეხილ სკანდალზე ისაუბრა.

41 წლის პორტუგალიელმა ეროვნული გუნდის შეკრება მას შემდეგ დატოვა, რაც მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა 27 სექტემბერს გამართულ ერთა ლიგის მატჩში ნორვეგიის წინააღმდეგ მისი თადარიგში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მოდრიჩი კრიშტიანუს გამოექომაგა და მისი მდგომარეობის მიმართ მწუხარება გამოთქვა.

„მე მას არ დავლაპარაკებივარ. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა და ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან აქ ჩემი პრობლემები მქონდა.

სამწუხაროა, რომ ეს მის ქვეყანაში ხდება. კრიშტიანუ ღირსეულ გაცილებას იმსახურებს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან კრიშტიანუ პორტუგალიის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია“,

- თქვა „მილანის“ 41 წლის ფეხბურთელმა Cadena Ser-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები