ალექს პერეირა, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

„BMF-ის ქამარსაც კი არ იმსახურებ“ - ჰოკიტმა პერეირას უპასუხა

UFC-ის მძიმე წონაში როგორც ჯოშ ჰოკიტის, ასევე ალექს პერეირას გამოჩენამ დივიზიონს ძველებური არა, მაგრამ გარკვეული ინტერესი მაინც დაუბრუნა. სხვაობა ის გახლავთ, რომ ჰოკიტმა ფეხის მოკიდება უკვე შეძლო და სირილ განთან საჩემპიონო ჩხუბიც მიიღო, „პო ატანს“ კი ტიტულამდე სერგეი პავლოვიჩთან მოუწევს დაპირისპირება. პერეირასა და ჰოკიტს იდეალური ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება და სოციალური ქსელის საშუალებით ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

ალექს პერეირა

რატომ არის UFC 334-ის მთავარი ბრძოლა ჰოკიტი-განი და არა ნუნიეში-ჰარისონი? კარგით, მე გიპასუხებთ. იმიტომ, რომ ქალების შესახებ არავინ არაფერი იცის. ჰოკიტს კი, თავისი სულელური გამოხდომების გამო ყველა იცნობს და ალბათ, გულშემატკივრების მხრიდან უფრო მეტი ყურადღებით სარგებლობს.

ჯოშ ჰოკიტი

ნამდვილად არ მეგონა, გამარჯვებულის აურის დაკარგვა აზროვნების დაკარგვასაც თუ გამოიწვევდა. UFC-ის საჩემპიონო კი არა, პერეირა BMF-ის ქამარსაც არ იმსახურებს. იმედი მაქვს, სერგეი პავლოვიჩი ისევე არ დაგასრულებს, როგორც შენი გუნდელი დაასრულა, რომელიც თავისი კარიერის მანძილზე მხოლოდ კარგი სპარინგ-პარტნიორი იყო და სხვა არაფერი.

ცნობისათვის, UFC 334-ის თანამთავარ ბრძოლაში მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი შედგება და სირილ განი ტიტულს სწორედ ჯოშ ჰოკიტთან დაიცავს. რაც შეეხება ალექს პერეირას, ის 13 დეკემბერს, 2026 წლის ბოლო ნომრიან ივენთზე, UFC 335-ზე სერგეი პავლოვიჩთან იბრძოლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს იღებს და რამდენს ითხოვს - სტრიკლენდის კონტრაქტის დეტალები
რამდენს იღებს და რამდენს ითხოვს - სტრიკლენდის კონტრაქტის დეტალები