სტრიკლენდი: არცერთ კონტრაქტს არ მოვაწერ ხელს, სანამ ამ საკითხს არ გავარკვევთ
UFC-ის მოქმედი ჩემპიონი საშუალო წონაში, შონ სტრიკლენდი, ოქტაგონზე მანამ არ დაბრუნდება, სანამ მსოფლიოს უძლიერეს ლიგასთან ფინანსურ უთანხმოებას არ მოაგვარებს.
„არ ვიჩხუბებ და არცერთ კონტრაქტს არ მოვაწერ ხელს, სანამ ამ საკითხს არ გავარკვევთ. ვიმედოვნებ, მის მოგვარებას უახლოეს მომავალში შევძლებთ. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან მეხმარება!“
- დაწერა ამერიკელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.
მანამდე შონ სტრიკლენდმა UFC-ის ანაზღაურების სისტემით უკმაყოფილება გამოთქვა, რის შემდეგაც სპორტულმა მიმომხილველმა მაიკ ბონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩემპიონი იმ ახალი კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს, რომელიც მან მიმდინარე წელს, ხამზატ ჩიმაევთან სატიტულო ბრძოლის წინ გააფორმა.
ამჟამად ამერიკელი ორგანიზაციასთან ფრანგ ნასურდინ იმავოვთან ბრძოლაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც მისი შემდეგი მეტოქე უნდა გახდეს. ამასთან, სტრიკლენდმა უკვე დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ საჩემპიონო ქამარი დათმოს და ქვემძიმე წონაში გადავიდეს.