ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ვეტერანების შოუ - მესიმ და სუარესმა დისი იუნაიტედთან გაიბრწყინეს

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ დისი იუნაიტედს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა შეიტანეს, რომლებმაც მოწინააღმდეგეს 2-2 გოლი გაუტანეს.

პირველი ტაიმი ურუგვაელის იყო. 39 წლის თავდამსხმელმა მე-3 და 39-ე წუთებზე გაიტანა.

მეორე ნახევარში მესის დრო დადგა. ლეომ 47-ე წუთზე გახსნა საკუთარი ანგარიში, ხოლო დუბლი მე-60 წუთზე შეასრულა. მეორე გოლი კი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციაში 49 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე მყოფ ნეშვილს 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიამ გაიტანა - პარი სენ-ჟერმენმა ლე მანს მოუგო
კვარაცხელიამ გაიტანა - პარი სენ-ჟერმენმა ლე მანს მოუგო