ჟორჟი გოლთან ახლოს იყო - რეალს ვილიარეალთან დიომანდემ მოაგებინა
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ვილიარეალს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
სამეფო კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესი იყო და ვილიარეალს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა.
მიუხედავად აქტიურობისა, ბლანკოსმა პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა. კარგი შანსები ჰქონდა კილიან მბაპეს, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ, მეკარესთან პირისპირ ვერაფერი გააწყო და მომენტები გააფუჭა.
მეორე ნახევარში რეალმა ზეწოლა გაზარდა. 62-ე წუთზე იან დიომანდემ სადებიუტო გოლი გაიტანა და ბლანკოსს მოაგებინა.
გოლიდან საკმაოდ მალე, მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე მიქაუტაძე გამოიყვანა. 73-ე წუთზე ვინისუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, გოლი გაუქმდა და ბრაზილიელი მოედანიდან გააძევეს.
როგორც აღმოჩნდა, შეტევის დროს, ვინისიუსმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს თმები მოქაჩა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა.
მატჩის მიწურულს, ჟორჟს კარგი მომენტი ჰქონდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა ტიბო კურტუამ მოიგერია.
ცნობისთვის, სამეფო კლუბი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე რომას წინააღმდეგ გამართავს. ლა ლიგის მორიგ ტურში კი სევილიას დაუპირისპირდება.