საბა ლობჟანიძე, რეალ სოლტ ლეიკი
Aa
Aa

ლობჟანიძემ ფილადელფიას გაუტანა - სოლტ ლეიკმა ქულები დაკარგა

MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის რეალ სოლტ ლეიკი ფილადელფიას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ანგარიში 31-ე წუთზე დამიანიმ გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

65-ე წუთზე საბა მოედანზე შევიდა და საკმაოდ აქტიურიც იყო. 83-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. თავი ილოსკიმ გამოიჩინა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე სოლტ ლეიკმა ერთი ბურთი გაქვითა. გოლის ავტორი საბა ლობჟანიძე გახლავთ. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს წონასწორობის აღდგენისთვის დრო აღარ ეყო და დამარცხდა.

ცნობისთვის, რეალ სოლტ ლეიკი MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში 32 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება საბას, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სოლთ ლეიქის რიგებში მესამე გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟი გოლთან ახლოს იყო - რეალს ვილიარეალთან დიომანდემ მოაგებინა
ჟორჟი გოლთან ახლოს იყო - რეალს ვილიარეალთან დიომანდემ მოაგებინა