„ტკივილს აღარ ვგრძნობ და ნახავთ, რა შემიძლია“ | თანზილოვი დასაბრუნებლად მზადაა
ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მალკოლმ უელმეიკერი დააფინიშა. ქართველმა მებრძოლმა ორგანიზაციისგან ბონუსიც მიიღო და საღამოს საუკეთესო გამოსვლის ავტორი გახდა, რამაც დამატებით 100 000 აშშ დოლარი მოუტანა.
უელმეიკერთან გამარჯვების შემდეგ თანზილოვმა კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
„ჩხუბისას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რაც ჩემს მწვრთნელებთან გაწეული სამუშაოს დამსახურებაა. ერთად ვიმუშავეთ და მეტოქე შევისწავლეთ. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. პირველი რაუნდი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მეორე რაუნდში კი ვიცოდი, რომ თუ მოვარტყამდი, ნოკდაუნში აღმოჩნდებოდა.
ბევრმა ადამიანმა ჩემ შესახებ არაფერი იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა საბრძოლო სტილი მქონდა, თუმცა ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ, იციან, რა შემიძლია. ტრავმები მქონდა და მუხლები მტკიოდა. ორივე მუხლზე ოპერაცია ჩავიტარე და გულშემატკივრებს აღმაფრთოვანებელ ჩხუბებს ვაჩვენებ. ჩემს ჩხუბებში გრეპლინგი და ჭიდაობა მუხლების ტკივილის გამო გამოვიყენე. ახლა ტკივილს აღარ ვგრძნობ და გაჩვენებთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დაფინიშება შემიძლია. ჩხუბისთვის მზად ვარ და, თუ საჭირო იქნება, მომდევნო თვეშიც დავბრუნდები“.
შეგახსენებთ, რომ თანზილოვმა სადებიუტო ორთაბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამართა, უელმეიკერს კი სუპერ მსუბუქ წონაში ეჩხუბა. ოთარი სწორედ სუპერ მსუბუქ წონაში ასპარეზობს და ახალი მეტოქის მოლოდინშია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს