პიმბლეტი: ძველი თოფურია აღარ დაბრუნდება - მას ნაწილებად დავშლი
პედი პიმბლეტი, რომელიც ილია თოფურიას პოტენციური მეტოქეა, დარწმუნებულია, რომ ჯასტინ გეიჯისთან ვადამდელი მარცხის შემდეგ „ელ მატადორი“ ძველებური აღარ იქნება.
„მას პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემნაირთან არასდროს უჩხუბია. ძალიან დიდი ვარ და ხელების შლით საგრძნობლად ვჯობნი. ამას მაშინ ვაჩვენებ, როცა მას ნაწილებად დავშლი.
როდესაც ილია დაბრუნდება, ის ძველებური აღარ იქნება. მე ჩემი პირველი ბრძოლა 18 წლის ასაკში წავაგე და ეს დამეხმარა, გავმხდარიყავი ის მებრძოლი, როგორიც ახლა ვარ. ის აქამდე არასდროს დამარცხებულა, ახლა კი დაახლოებით 27 წლისაა. მთელი მისი ორეოლი იმაზე იყო აგებული, რომ დაუმარცხებელია. ახლა ის დაამარცხეს და ეს მას თავში ჩაუჯდა.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ წაგებების გრაფაში ნული მე არ წავუშალე. მაგრამ სწორედ მე გავუშვებ მას უკან, ქვემსუბუქ წონაში, ასე რომ, ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება“,
- განაცხადა ბრიტანელმა მსუბუქწონოსანმა All Out Fighting-ის არხთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი ილია თოფურიას მომავალ შესაძლო მეტოქედ სახელდება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, თუმცა ჯასტინ გეიჯისთან მატჩრევანშის შანსებიც სოლიდური გახლავთ. „ელ მატადორი“ ოქტაგონზე 2027 წლის ზამთარში დაბრუნდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს