მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: ევლოევი ყველასთვის პრობლემაა, მაგრამ არა ჩემთვის

მოვსარ ევლოევი UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის უძლიერესი პრეტენდენტია, მაგრამ მისი საჩემპიონო მმართველობისთვის მთავარ საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამაში დარწმუნებულია ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

„მას გამარჯვება შეუძლია. ის ხომ აქამდე არ დამარცხებულა და მიმაჩნია, რომ ჩემს შემდეგ დივიზიონში საუკეთესო მებრძოლია. ვფიქრობ, მას ნებისმიერი სხვა ქვემსუბუქი წონის მებრძოლის დამარცხება შეუძლია. თუმცა, თუ სტილისტურ დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მეტოქეა. ვთვლი, რომ ის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ყველა სხვისთვის, მაგრამ არა ჩემთვის.

არსებობენ სხვა მებრძოლები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩემთვის ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. მოვსარი უფრო უნივერსალურია, მას მდიდარი არსენალი, უამრავი უნარი და ბრძოლის წარმართვის სხვადასხვა ვარიანტი აქვს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც სხვა მეტოქეებს უდიდეს პრობლემებს უქმნის, ჩემთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს“,

- განაცხადა ავსტრალიელმა მეგან ოლივისთან ინტერვიუში.

კერძოდ, ვოლკანოვსკის არ სჯერა, რომ ინგუში მებრძოლი, რომელიც UFC-ში მხოლოდ მსაჯების გადაწყვეტილებით იგებს, მის დამარცხებას ქულებით შეძლებს.

„ჩემი დამარცხების მცდელობა 25-წუთიან დისტანციაზე - უკიდურესად რთული ამოცანაა. ისლამმა, რა თქმა უნდა, დამამარცხა. აქ მას სათანადო პატივი უნდა მივაგო. უბრალოდ არ მგონია, რომ სხვას ვინმეს შეეძლოს მთელი 25 წუთის განმავლობაში ჩემზე უკეთესი იყოს. ვიცი, რომ მოვსარისთვის ეს გამარჯვების ჩვეული გზაა, მაგრამ ჩემთან ეს ნომერი არ გაუვა.

მე ამაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული. დიდ პატივს ვცემ მოვსარს და მის უნარებს, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ ისინი უბრალოდ არაეფექტურია. ეს უნარები ყველა სხვის წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ არა ჩემს წინააღმდეგ“,

- შეაჯამა UFC-ის ჩემპიონმა.

სატიტულო ბრძოლა ავსტრალიელსა და ინგუშს შორის 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გასამართ UFC 333-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები