ისტორიული გამარჯვება - კსუ-მ შვეიცარიელები დაამარცხა
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - კსუ-მ შვეიცარიელები დაამარცხა

წლევანდელი სეზონი საქართველოს საკლუბო კალათბურთისთვის უდავოდ გამორჩეულია - ჩვენი ქვეყნის ერთბაშად ორი წარმომადგენელი ევროტურნირებზე გამოდის, რაც საჭირო გამოცდილების მისაღებად და სამომავლო განვითარებისთვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. კიდევ უფრო სასიხარულო კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის წარმატებული ასპარეზობაა, რომელმაც ევროპის ჩრდილოეთ ლიგაში სადებიუტო გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა. ბექა წივწივაძის მომზადებულმა გუნდმა რუსთავის სპორტის სასახლეში შვეიცარიის „ლოზანა“ 9-ქულიანი სხვაობით, 97:88 დაამარცხა.

მასპინძლების რიგებში ყველაზე შედეგიანი სანდრო სანაძე იყო, რომელმაც 24 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ ხუთიდან სამი სამქულიანი, ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანი მატჩი ჰქონდა კსუ-ს კიდევ ერთ გამოცდილ კალათბურთელს აკაკი დვალიშვილს, რომლის აქტივშიც 27 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა. დვალიშვილმა სამიდან ერთი სამქულიანი, სამიდან ორი ორქულიანი და ცხრიდან რვა საჯარიმო გამოიყენა.

ცნობისათვის, ორი ტურის შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ევროპის ჩრდილოეთ ლიგის A ჯგუფში მეორე ადგილზეა, თუმცა პირველ პოზიციაზე მყოფ „ტინდასტოლს“ ქართველებზე თამაშით მეტი აქვს გამართული. მომდევნო ტურში ბექა წივწივაძის შეგირდები ლიეტუვის „იონავას“ უმასპინძლებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მარკის რიდის 22 ქულა - ბაჰჩეშეჰირმა მანრესას მოუგო
    მარკის რიდის 22 ქულა - ბაჰჩეშეჰირმა მანრესას მოუგო