4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ვინისიუსი ლა ლიგაში ნოემრბის ბოლომდე ვერ ითამაშებს
სადისციპლინო კომიტეტმა ვინისიუს ჟუნიორი „ვილიარეალთან“ გაძევების გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და კონატეს ყვითელი ბარათი გაუუქმა.
ლა ლიის სადისციპლინო კომიტეტმა ვინისიუსი „ვილიარეალთან“ მატჩში სალიბასთვის თმის მოქაჩვისა და შემდგომ მსაჯთან კამათის გამო მიღებული პირდაპირი წითელი ბარათისთვის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც კომიტეტმა განმარტა, სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელი ორი მატჩით დაასანქცირა „თამაშის ეპიზოდის მიღმა ჩადენილი ძალადობრივი ქმედებისთვის, როდესაც ის ბურთისთვის ბრძოლის პოზიციაში არ იმყოფებოდა სადისციპლინო კოდექსის 52-ე მუხლის (მუხლი 130.2) შესაბამისად დამატებითი ჯარიმით (ჯარიმებით)“.
რეზოლუციის თანახმად, გარდა ამისა, ის კიდევ ორი მატჩით დაისაჯა „მთავარი, ასისტენტის ან მეოთხე მსაჯის მიმართ პროტესტისთვის, სადისციპლინო კოდექსის 52-ე მუხლის (მუხლი 127) გამოყენებით დამატებითი ჯარიმით (ჯარიმებით)“.
ეს ადასტურებს, რომ ვინისიუსი გამოტოვებს „ელ კლასიკოს“, ასევე „სევილიასთან“, „რასინგთან“ და „ვალენსიასთან“ მატჩებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლა ლიგაში ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვეღარ ითამაშებს.
მადრიდის „რეალი“ ოთხის ნაცვლად სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ელოდა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. კლუბმა სადისციპლინო კომიტეტს სანქციის გამოცხადებამდეც მიმართა, მაგრამ კომიტეტმა „რეალის“ მოთხოვნა უარყო და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
მადრიდის „რეალის“ აპელაცია „ვილიარეალთან“ მატჩში კონატესთვის ნაჩვენებ ყვითელ ბარათთან დაკავშირებით, რაც „ელ კლასიკოში“ მის მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, წარმატებული აღმოჩნდა. სადისციპლინო კომიტეტმა კლუბის საჩივარი დააკმაყოფილა და ფრანგი ფეხბურთელისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი გააუქმა.
გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ მეკარეების მწვრთნელი, ნუნო სანტუშიც ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია („ვილიარეალთან“ თამაშში მისი გაძევების გამო).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს