სიგიჟე ოლიმპიკოზე - რეალის მორიგი ქამბექი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-2 ტურში მადრიდის რეალი რომას ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
სამეფო კლუბმა საზიზღარი ფეხბურთი ითამაშა და 3:1 აგებდა, თუმცა მორიგი ზღაპრული ქამბექი შემოგვთავაზა.
ანგარიში მე-20 წუთზე დე რუნმა გახსნა, რასაც კილიანა მბაპემ 5 წუთში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი გასპერინის გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და ბლანკოსს ზედიზედ ორი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ჯალოროსი გაჩერდა და საკუთარ კარზე ზრუნვა დაიწყო, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
ჟოზე მოურინიომ მოედანზე ენდრიკი და ესპი გამოიყვანა. სხვაობა მინიმუმამდე ამ უკანასკნელმა შეამცირა, ხოლო ენდრიკმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე, მორიგ კუთხურს მორიგი გოლი მოვა.
ამჯერად თავი ანტონიო რუდიგერმა გამოიჩინა, რომელმაც სამეფო კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
ცნობისთვის, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში ლაიპციგს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 21 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს