„მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა“ - სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი
„სენტ-ტრუიდენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ დე მეიერმა კონფერენს ლიგის პირველ ტურში „იბერია 1999“-თან მოგებული მატჩი შეაფასა.
„მთელი 90 წუთი მატჩს ვაკონტროლებდით. მეტოქე დაბალი ბლოკით იცავდა თავს, რის გამოც დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტურად ვერ ვიმოქმედეთ. მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა.
ილიას სებაუის გოლი უბრალოდ უმაღლესი კლასია. აქ გამოჩნდა მისი ინდივიდუალური ოსტატობა. ფანტასტიკური შესრულება იყო.
3 ქულა აბსოლუტურად დამსახურებულია. საუკეთესო მატჩი არ გვქონდა, მაგრამ კარგად გამოვიყურებოდით. სამწუხაროა, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. ეს კარგად აისახება თავდაჯერებულობაზე“.
ცნობისთვის, „იბერია 1999“ კონფერენს ლიგის პირველ ტურში სტუმრად „სენტ-ტრუიდენთან“ 0:2 დამარცხდა. მეორე ტურის შეხვედრას თბილისელები მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში შვედური „მიალბის“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს