TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგა | Crystalbet-ის გუნდის პირველი გამარჯვება
Crystalbet-ის გუნდმა TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამართა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მიმდინარე ტურნირის პირველ თამაშში Crystalbet-ის გუნდი გერმანულ „ტიკი ტაკერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
გერმანელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე, პირველივე წუთზე გახსნეს. Crystalbet-ის გუნდმა ჯეჯო ჯალიაშვილის გოლით წონასწორობა აღადგინა, თუმცა მეორე ნახევარში კიდევ ერთი ბურთი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.
„ტიკი ტაკერის“ შემდეგ Crystalbet-ის მეტოქე ესპანური „ეუსკადი“ გახლდათ, რომელიც უშანსოდ დაამარცხა. Crystalbet-ის გუნდმა ნიკა ქარცივაძის, ჯეჯო ჯალიაშვილის, ზურაბ მაკარიძისა და დავით მაკარიძის გოლებით 4:0 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი შეინარჩუნა.
Crystalbet-ის გუნდს 3 ქულა აქვს და „ტიკი ტაკერს“ 1 ქულით ჩამორჩება. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას Crystalbet-ის გუნდი პოლონურ „სიპიენ იუნაიტედთან“ გამართავს. 1/16-ფინალში ჯგუფის გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები გადიან, მათ კი 6 საუკეთესო მესამეადგილოსანიც შეუერთდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს