როი კინი
Aa
Aa

კინი: მანჩესტერის გასახდელში ნამდვილი კაცების ნაკლებობაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა კლუბის ხელმძღვანელობის მისამართით ლისანდრო მარტინესის კრიტიკაზე რეაგირება მოახდინა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ატლეტიკოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ არგენტინელმა მცველმა კლუბი გააკრიტიკა: „არ შეიძლება მწვრთნელების გამუდმებით შეცვლა - კერიკი ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია. რაც შეეხება სხვა სფეროებს? ველოდები დიდ ინვესტიციებს, ველოდები მეტს ტექნიკური დირექტორისგან“.

მეორე დღეს მარტინესმა თავისი ნათქვამი განმარტა: „ჩემი სიტყვები ასახავს იმას, თუ როგორ ძლიერ მინდა, რომ ეს კლუბი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებისთვის იბრძოდეს. პირველ რიგში ჩვენ, მოთამაშეები, ბოლომდე უნდა ვიხარჯებოდეთ“.

„ზოგიერთი გულშემატკივარი იტყვის, რომ ეს შესანიშნავია, ზოგი კი - რომ ის გუნდს საქმეს უფუჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც არ არის საუკეთესო ფორმაში, და როდესაც გუნდი საუკეთესო პერიოდს არ გადის.

ვფიქრობ, რომ ეს ასახავს კლუბში არსებულ სიტუაციას - აშკარაა, რომ იქ ქაოსი და რაღაც ცირკია. ვთვლი, რომ როდესაც „იუნაიტედის“ მსგავსად ასეთ რთულ პერიოდს გადიხართ, ფეხბურთელებმა ზედმეტი არ უნდა ილაპარაკონ. სანამ ასეთ განცხადებებს გააკეთებ, ჯერ ყოველთვის სარკეში საკუთარ თავს უნდა შეხედო.

არ მგონია, რომ ამან სერიოზულ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, რადგან, ჩემი აზრით, ამ გასახდელში ისედაც არ არის ყველაფერი რიგზე. არ ვფიქრობ, რომ იქ საკმარისად ბევრი გამორჩეული პიროვნება და ნამდვილი მამაკაცია.

მაგრამ მე მას (ლისანდროს) „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ ლიდერად არ აღვიქვამ. ჩემთვის ის უბრალოდ ცენტრალური მცველია, რომელიც უამრავ შეცდომას უშვებს“,

- თქვა კინმა The Overlap-ის ეთერში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები