პოლ სქოულზი, ჰარი მაგუაიერი, ლისანდრო მარტინესი
Aa
Aa

სქოულზი: ამ დაცვით მანჩესტერს ტიტულების მოგება გაუჭირდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა გუნდის ცენტრალური მცველები გააკრიტიკა.

პრემიერლიგის მე-6 ტურში მანკუნიანელებმა „ტოტენჰემთან“ ფრედ, 1:1 ითამაშეს. „იუნაიტედის“ დაცვის ცენტრში ლისანდრო მარტინესი და ჰარი მაგუაირი თამაშობდნენ.

„შაბათის მატჩამდე „ტოტენჰემი“ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა, მაგრამ მათ „მანჩესტერ იუნაიტედს“ აჯობეს (მეტი ირბინეს). ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ტრანსფერებზე, არა? მთავარი იდეა გუნდის გაძლიერებაა და ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ელიოტ ანდერსონია, შეეძლო ამაში დახმარება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ იმ მოთამაშეებმა, რომლებიც მათ დაიმატეს, გუნდი მართლაც გააძლიერეს.

სინამდვილეში, ვთვლი, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე აქვთ, მაგრამ შეხედეთ ცენტრალურ მცველებს - ეს მოედნის ის ზონაა, რომლისთვისაც უკვე რამდენიმე წელია სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ. ჩვენთან უკვე ორი ან სამი წელია ერთი და იგივე ცენტრალური მცველები თამაშობენ და ვიცით, რომ მათთან ერთად წარმატებას ვერ მივაღწევთ. მათთან ერთად პრემიერლიგას ვერასოდეს მოვიგებთ. შაბათს გატანილი გოლი ამის ნათელი მაგალითია.

ვიცით, რომ ლისანდრო მარტინესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას უბრალოდ დასცინოდნენ - საქმე ფიზიკურ მონაცემებშია. ის, თუ როგორ მისცა მარტინესმა მათ ამ გოლის გატანის საშუალება - ეს დანაშაულია.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მცველების ახალი ოთხეული სჭირდება“,

- განაცხადა სქოულზმა პოდკასტში The Good, The Bad & The Football.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები