15 ქულა 15 წუთში - შერმადინის დიდებული მატჩი ევროთასზე
საკალათბურთო ევროთასის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ მაქსიმა რომას უმასპინძლა და მარტივად 96:71 გაანადგურა.
დიდებული მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 8 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში მან 15 ქულას, 5 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
გიორგიმ მატჩის მიმდინარეობისას 7 ორქულიანიდან 5 ჩააგდო. 6 საჯარიმო ტყორცნიდან კი 5 გამოიყენა.
5 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის. ჯამში კი 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, ტენერიფეს ევროთასზე 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შერმადინის გუნდი ფრანკფურტს ესტუმრება.
???? La Laguna Tenerife se hace fuerte en casa, con un enorme ejercicio colectivo (96-71) ???????? #VamosCanarias https://t.co/ZtgeFte1eu
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 14, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს