კრიშტიანუ რონალდუ, ვიტინია
Aa
Aa

ვიტინია: იმედი მაქვს რონალდუ დაბრუნდება

„პსჟ“-ს ნახევარმცველმა ვიტინიამ იმედი გამოთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს.

სანაკრებო მატჩებისთვის გასული შესვენების დროს, 41 წლის ფორვარდმა ეროვნული გუნდის შეკრება თვითნებურად დატოვა მას შემდეგ, რაც უეფას ერთა ლიგაზე ნორვეგიის წინააღმდეგ მატჩში (2:1) თამაშის საშუალება არ მიეცა.

თავისი გამგზავრება რონალდუმ იმით ახსნა, რომ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა პირობა დაარღვია და ის მოედანზე არ შეუშვა. კრიშტიანუმ ასევე თქვა, რომ ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელთან მომდევნო შეხვედრის წინ მისი თამაშის გეგმა შეათანხმა, თუმცა მწვრთნელმა „სიტყვა მეორედ გატეხა“. ერთ-ერთი თეზისი, რომელიც ჟესუსს უნდა გაეჟღერებინა, ასე ჟღერდა: „მე შეცდომა დავუშვი, როდესაც პელესა და მარადონას დონის ფეხბურთელი გასახურებლად გავუშვი და მოედანზე არ შევიყვანე“.

„დიახ, სანაკრებო მატჩებისთვის ეს შესვენება მართლაც საკმაოდ მღელვარე გამოვიდა, ბევრი ემოცია იყო.

ჩემი მხრივ, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება, რომ რონალდუ დაბრუნდება და ყველაფერი რიგზე იქნება. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ეს ყველას გვინდა. იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება, ის დაბრუნდება და ყველაფერი გამოსწორდება“,

- განაცხადა ვიტინიამ TNT Sports Brasil-თან ინტერვიუში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები